“ოცნება” კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური ორგანიზაცია კი არ არის, არამედ არის ვენდეტა - მოპარული ფული გადადის ჯუანშერ ბურჭულაძის ჯიბიდან ივანიშვილის ჯიბეში და ეს ყველაფერი ემსახურება ამას.“- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ
“მე ვერ გამოვექომაგები ამ ადამიანებს ვთვლი, რომ ჩემი და “ნაციონალური მოძრაობის” გასასამართლებელი არავინ არ არის, მიმაჩნია, რომ სამართლიანი სასამართლო უნდა შეიქმნას, სამართლიანი პროკურატურა უნდა შეიქმნას და შესაბამისი საქმიანობები უნდა იყოს გამოძიებული. არაერთი ჩვენი პარტიის წარმომადგენელი სხვადასხვა დროს საუბრობდა თავდაცვის სამინისტროში არსებულ აღვირახსნილ კორუფციაზე, უბრალოდ “ოცნება” კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური ორგანიზაცია კი არ არის, არამედ ვენდეტა არის - ერთი ჯიბიდან, მეორე ჯიბეში უნდა გადაიტანონ ფული, ჯუანშერ ბურჭულაძის ჯიბიდან უნდა გადაიტანონ მამუკა მდინარაძის, ირაკლი კობახიძის და ივანიშვილის ჯიბეში ამას ემსახურება ეს ამბავი.
“ოცნება” თუ კორუფციასთან მებრძოლი პოლიტიკური ორგანიზაციაა, მაშინ გამოაცხადონ, რომ ყველა მათი მაღალჩინოსანი იპარავდა ფულს. ივანიშვილი რომ სანქცირებულია, მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა, ახლა დაკავებულია ამ მოპარული ფულის ამოღებით - ქეშით ოღონდ. ირაკლი კობახიძე ახლა გახდა კორუფციასთან მებრძოლი? აქამდე რას აკეთებდა? თვითონ არ ამტკიცებდა ყველას? ძალიან შეხმატკბილებულები იყვნენ ბიჭები, პოლიტსაბჭოშიც ერთად ისხდნენ და ახლა ერთმანეთი თვითმკვლელობამდე მიყვანამდე მიჰყავთ, ეს არის ახლა “ოცნების” რეალობა. რიჟვაძის ამბავზე პროკურატურის განცხადება მოგისმენიათ? წავიდა თურქეთში და? ადამიანი დაჭრეს თუ თვითმკვლელობამდე მივიდა, ამაზე რამე ვიცით? როგორც რიჟვაძის ამბავთან ვითომ არაფერ კავშირში არ არიან, ისე არ არიან კავშირში ამ ყველაფერთან. საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ ჯუანშერ ბურჭულაძის კორუფციული საქმიანობით, მაგრამ კობახიძე კორუფციული საქმიანობით კი არ ინტერესდება, არამედ მოპარული ფულის უკან დაბრუნებით ივანიშვილისთვის.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.