აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ჰამასის ბოლო პასუხმა „ცხადად აჩვენა, რომ მას არ აქვს ზავი მიღწევის სურვილი ღაზაში".
მისი თქმით, აშშ-მა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან თავისი წარმომადგენლები გაიწვია. მისივე თქმით, ვაშინგტონი “ალტერნატიული ვარიანტების” ძიებას დაიწყებს.
"მიუხედავად იმისა, რომ შუამავლებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს, ჰამასი არც კოორდინირებულად მოქმედებს და არც კეთილსინდისიერად. ახლა განვიხილავთ ალტერნატიულ ვარიანტებს, რათა ტყვეების დაბრუნება შევძლოთ და ვეცადოთ, ღაზას მოსახლეობისთვის სტაბილური გარემო შევქმნათ", - თქვა უიტკოფმა
სტივ უიტკოფს არ განუმარტავს, რას ნიშნავს ალტერნატიული ვარიანტები, რომლებსაც შეერთებული შტატები, შეიძლება, განიხილავდეს.