„დიფ სთეითი“, თუ მათი აგენტები ცდილობენ, გააშავონ ადამიანები, რომლებიც მათ დაკრულზე არ ცეკვავენ. რუსეთუმეობის დაბრალების მიზანი მარტივია – „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხარდაჭერა აღარ ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ოპოზიცია აგენტურული ძალების ინტერესების შემსრულებელია.
„რამდენიმე დღის წინ შევცვალეთ კანონი, რომლის მიხედვითაც, ადამიანს თუ რამეს აბრალებდნენ, თავად უნდა ემართლებინა თავი. ამ შემთხვევაშიც იგივე მოცემულობაა. რაღაც იარლიყს მოგაწებებენ და თავი უნდა იმართლო, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. ბოლშევიკური და საბჭოური მიდგომაა მტრის ხატის შექმნა. ვინც მათ დაკრულზე არ ცეკვავს, ეს იქნება „დიფ სთეითი“ თუ მათი აგენტები, ცდილობენ, ადამიანები გააშავონ, რათა საზოგადოებაში დამოკიდებულებები შეიცვალოს. რუსეთუმეობის დაბრალების მიზანი მარტივია – „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხარდაჭერა აღარ ჰქონდეს, ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ ერთად აღარ იდგნენ, რითიც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დაკარგავს, მაგრამ ხელისუფლებაში ის ადამიანები მოვლენ, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ. ამ აგენტების მართვა „დიფ სთეითს“ ხელში უჭირავს, რომლის მიზანია, ომის ქარცეცხლი რაც შეიძლება ბევრ რეგიონში იყოს. სამწუხაროდ, ასეთი ძალების ინტერესების შემსრულებელია ოპოზიციის სახით“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „მადლობა უნდა გადავუხადოთ ტულსი გაბარდს „დიფ სთეითის“ მხილებისთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა ოპონენტების დისკრედიტაციისთვის“. ამასთან, კობახიძე წერს: „ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში“.