საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
"საინტერესო სიახლე : "ოცნების" მაღალჩინოსნები უარყოფენ “რუსობას” …საიდან მოიტანეთო? არც კანონები, არც კავშირები, არც იგივე პროპაგანდისტული თემები, არც პუტინის, ლავროვის, პესკოვის და სიმონიანის ოცნების პოლიტიკის შექება, არც რუსული რეპრესიული მეთოდები, არც რუსეთზე რეორიენტირებული ბაზარი, არც … არც… ყველაფერი მოგვეჩვენა ! ყოფილან უაღრესად და ფარულად პროდასავლურები…
მოგვეჩვენა!, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "დიფ სთეითის" პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ბრალდებები ივანიშვილის პრორუსობის შესახებ, დღემდე იოტისოდენა ფაქტიც არავის წარმოუდგენია"