18 ივლისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკი აცახდებს, რომ ვიქტორ ორბანმა უნგრეთი ევროკავშირი ყველაზე ღარიბ ქვეყნად აქცია, ახლა კი ის ბლოკის "დატოვებით იმუქრება".
"ვიქტორ ორბანმა უნგრეთი ევროკავშირის უღარიბეს ქვეყნად აქცია და ახლა მის [ევროკაშირის] დატოვებით იმუქრება. ეს მუქარა არ მაშინებს, რადგან წლების განმავლობაში, პუტინთან თანამშრომლობით, ის ევროკავშირს საბოტაჟს უწევდა. გაფრთხილებთ, აქამდე მივყავართ ქურდობასა და ნაციონალიზმს“, - წერს სიკორსკი.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ სიკორსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კრიტიკაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ რადოსლავ სიკორსკიმ, ომის პროპაგანდის გამო საღი აზრი დაკარგა.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ აშკარად დაკარგა საღი აზრი“, - წერს სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში.
სიკორსკიმ კი უპასუხა და შეახსენა, რომ მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირმა უნგრეთი ორჯერ დაიპყრო.
"პეტერ, ბუდაპეშტი მე-20 საუკუნეში წითელი არმიის მიერ ორჯერ არის დაპყრობილი, ამიტომ, მოველოდი, რომ სიმპათიით იქნებოდი განწყობილი მამაცი ერის მიმართ, რომელიც ამას დღეს წინააღმდეგობას უწევს. ვაღიარებ, მირჩევნია, უკრაინის მხარდამჭერი ვიყო, ვიდრე პუტინისგან მედალი მქონდეს მიღებული." - დაწერა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.