პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩემ ინის ფსიქოლოგია აქვს.
მისი თქმით, "ოცნებას" არ აქვს რესურსი, რომ საქართველოში ჩრდილოეთ კორეის, ბელორუსიის, ან რუსეთის მსგავსი სახელმწიფო შექმნას.
"მას [ბიძინა ივანიშვილს] ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ფსიქოლოგია აქვს, რომ ჩაკეტილ სამყაროში, ადამიანმა თუ არ იცის, რომ მის მიღმა რაღაც ხდება, შესაბამისად მოთხოვნილებებიც უქვეითდება.
ეს დღეს შეუძლებელია, მათ არ აქვთ რესურსი, რომ შექმნან ჩრდილოეთ კორეა, ვერც ბელორუსია, ვერც რუსეთს ვერ შექმნიან, იმას სხვა წინაპირობები სჭირდება და სხვა საზოგადოებრივი წყობა სჭირდება, რომელიც მათ არ აქვთ, ვერც ექნებათ," - განაცხადა ცქიტიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.