ასაკოვანმა კაცმა, რომელიც თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მოქალაქეს გამოესარჩლა, რის შემდეგაც პოლიციელები აკავებდნენ და შეუძლოდ გახდა, „ფორმულას“ განუცხადა, რომ პოლიციაშია დაბარებული.
„ქუჩაზე გადავდიოდი და ვნახე, რომ პოლიციელი ეჭიდავება ახალგაზრდა კაცს. მანქანაში ქალი და პატარა ბავშვები ისხდნენ. მე ვუთხარი ნუ ეჩხუბები მეთქი, შვილო, უთხარი წესიერად თუ რამე დააშავა, ჩასვი მანქნაში და წაიყვანე რათ უნდა წივიკლ-კივილი და ჩხუბი?.
-შენ ვინ გეკითხებაო.
რას ქვია ვინ მეკითხება, მე ხალხი ვარ მეთქი, ხვალ ჩემნაირი მოვა და ყოფას გიტირებენ.
-შენ მე რატო შემაგინეო, - მომვარდა და დამიწყო მოგვერდები, მერე აღარ მახსოვს, გონება დავკარგე, ცუდად ვიყავი ისედაც. სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ სასწრაფომდე აფთიაქამდე მომიტანეს ყველაფერი. დაბალი წნევა მაქვს საერთოდ, ცოტა ამიწია. პოლიციელებს უნდოდათ გინდა თუ არა პოლიციაში წამოგვყევიო,
მე ვუთხარი ვერ წამოგყვებით, ცუცად ვარ, არ შემიძლია, სახლში მინდა წავიდე. ერთი საათი მელოდნენ, დამდევდნენ, მეუბნებოდნენ მანქანაში ჩაჯექი. ხალხი დამეხმარა, უბანში ბევრი მიცნობს, მოვიდა ყველა. დამიდგა გვერდში. პოლიციელების მოქმედებას ვერ ვსხნი, ესე ცხოვრება არ შეიძლება, როდემდე ვიცხოვროთ ასე. როცა პოლიციელი რაღაცას აკეთებს და ხელს უშლი, როდესაც პოლიციელი არის მართალი, ეს არის დანაშუალი, ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ როდესაც თვითონ არასწორად იქცევა, იმას უნდა უთხრა, შენ თუ არ უთხარი იმის იმედით, რომ სხვა ეტყვის, ის სხვაც არ ეტყვის ცოტა ხანში, ეს ყველაფერი მოგიბრუნდება შენ.
პოლიციაში დაბარებული ვარ, ხელწერილი დამაწერინეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, არაფერს არ ველოდები, იმიტომ, რომ დანაშაული არ ჩამიდენია“, - თქვა მამაკაცმა.
ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.