რუსეთი აძლიერებს პარტნიორობას ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც ამჟამად რუსეთს უკრაინასთან ომისათვის საჭირო საბრძოლო მასალის 40%-მდე ამარაგებს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილო ბუდანოვმა, Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბუდანოვმა დასძინა, რომ ფხენიანი ასევე ამარაგებს რუსეთის ძალებს ბალისტიკური რაკეტებითა და საარტილერიო სისტემებით.
სანაცლოდ, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ფულსა და ტექნოლოგიებს აძლევს და ხელს უწყობს ჩრდილოეთ კორეის საერთაშორისო იზოლაციის შემსუბუქებას.
„ეს კარგი იარაღია. ჩრდილოეთ კორეას უზარმაზარი მარაგი აქვს და იქ წარმოება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფხენიანი იარაღს 24 საათის განმავლობაში აწარმოებს და ჩრდილოეთ კორეას უზარმაზარი მარაგი აქვს.