აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დღეს გერმანელ ბანკირებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის ინიციატივა უცხოელმა ბანკირებმა თავად გამოთქვეს. შეხვედრის მიზანია დევნილთა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, მცირე ბიზნესის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა და ბიზნეს პროექტების დაფინანსება.
შეხვედრისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და უცხოელ ფინანსისტები ერთმანეთს თავიანთ ხედვებს გააცნობენ და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრებენ.
შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე, ქალაქ ფრანკფურტში, სასტუმრო "NH HOTEL "-ში გაიმართება.