ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა" 70 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენს აეროპორტში, ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, აღნიშნული იარაღი რამიშვილს გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონია.