რუსეთი ხედავს უკრაინის მიერ მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობების დისბალინსირების მცდელობებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გუშინდელ სატელეფონო საუბარზე.
„უკრაინა ახლა ყველაფერს გააკეთებს, რათა ცეცხლზე ნავთი დაასხას და აზერბაიჯანული მხარის პროვოცირება მოახდინოს ემოციური ქმედებების გასაგრძელებლად. ამის პროგნოზირება ძალიან ადვილია,“ - განაცხადა პესკომა.
შეგახსენეთ, გუშინ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის დროს, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლა მოხდა და შეთანხმება იქნა მიღწეული სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის ბაქოში რაც შეიძლება მალე ჩატარების შესახებ.