თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა გვარამიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. იმავე დღეს, ნიკა გვარამია თავად გამოცხადდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან. პოლიციამ ის დააკავა და მას შემდეგ პატიმრობაშია.