გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, როდის დაბრუნდება გიორგი გახარია საქართველოში, რა თქმა უნდა, მიღებული არ არის, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ზაზა თავაძემ „ფორმულას" გადაცემა „მრგვალი მაგიდის" ეთერში განაცხადა.
„ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი - ეს არის, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური საკითხი. მე თუ რაღაცას მედავებიან, ჩემი თანამშრომლობა-ართანამშრომლობა, ან სხვა სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაში, მე ინდივიდუალურად შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება - ეს ერთი...
არსებობს მეორე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერი, ხომ, ის ანგარიშვალდებულია ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენთან, პოლიტსაბჭოსთან, ხომ? ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული მომენტია. ასე რომ, ჯერ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, როდის დაბრუნდება გიორგი გახარია საქართველოში, რა თქმა უნდა, მიღებული არ არის ბევრი ფაქტორის გამო.
შესაბამისად, როცა ეს ბევრი ფაქტორი ერთად გაანალიზებული, აწონილი და დაწონილი იქნება - თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრ მსჯელობას ვუთმობთ ხოლმე ასეთ საკითხებს - მაშინ მიიღებს გიორგი გახარია საბოლოოდ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზაზა თავაძემ.