ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
“ინფო იმერეთის“ ინფორმაციით,, თვრინი-ალავერდის გზაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა, ავტომობილის მგზავრი ქალი კი კლინიკაშია გადაყვანილი. მსუბუქად დაშავდა მეორე ავტომობილის მძღოლი.
შსს-მ გამოძიება დაიწყო.