“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორისს შეხვდნენ. ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულმა კონგრესმა რამდენიმე თვის წინ მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ არსებული საარჩევნო გარემო ვერ უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო.