აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ავიადარტყმებამდე ირანს ბირთვული ობიექტებიდან ურანი არ გაუტანია.
“ობიექტზე მანქანები და მცირე სატვირთო მანქანები მუშებს ეკუთვნოდა, რომლებიც ბეტონზე მუშაობდნენ და გასასვლელების დალუქვას ცდილობდნენ. ობიექტიდან არაფერი გატანილა, ეს ძალიან დიდ დროს დაიკავებდა, ზედმეტად სახიფათოა, ძალიან მძიმე და რთულია გადასატანად!”, - წერს ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე.