ოპოზიციის მთავარი მიზანი ახლა უნდა იყოს არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი, არამედ უნდა მოაბილიზოს საქართველოს აქტიური მოქალაქეები, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა გაიზარდოს, რადგან ეს არის ერთადერთი, რაც დაამხობს რეჟიმს, რისი უფლებაც აქვს საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, ამიტომაც ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაიზარდოს ქუჩაში -ამის ძშესახებ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ ზურა ჯაფარიძის ინიციატივაზე.
“ნაციონალური მოძრაობა” ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრს ვსაუბრობდით ერთიანობაზე და ერთიან ფრონტზე, რადგან დღეს საქართველოში სიტუაცია არის შემდეგი - ან ხარ რუსი და ხარ “ოცნების” მხარეს, ან ხარ ქართველი, შესაბამისად არჩევანი გვიწევს ამ ორ არჩევანს შორის, სადაც ნებისმიერი
პარტიული საკითხი არის უკვე მეასეხარისხოვანი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ერთიანობაზე, მაშინ ეს ბევრმა ადამიანმა აღიქვა როგორც “ნაციონალური მოძრაობის” სისუსტე, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები მიხვდნენ რეალურად რატომ იყო მაშინ მნიშვნელოვანი ეს ერთობა და საერთო ფრონტი, ამიტომაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლაც ბევრს გადააფასებენ და რომ საერთო ერთობა შედგება, თუმცა ჩვენ ასევე ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთობა უნდა იყოს პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სჯერა თუ არა ვინმეს ამ ქვეყანაში, რომ რეჟიმის, ოლიგარქის პირობებში ვინმეს შეუძლია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით რაიმე გარდამტეხი ცვლილება მოახდინოს ამ ქვეყანაში- ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არა და “ნაციონალური მოძრაობას” 13 წლის განმავლობაში ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ყველა ოპოზიციურ პარტიაზე უფრო დიდი, რომ მყარად ვთქვათ არანაირ არჩევნებს ოლიგარქიის და რეჟიმის პირობებში არანაირი აზრი არ აქვს, ყოველთვის წაგართმევთ და ყოველთვის დაიწერს იმ ციფრებს, რაც მათ მოუნდებათ, ამიტომ მთავარ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება, ამ კუთხით ერთიანობა და წინააღმდეგობის გაზრდა. ოპოზიციის მთავარი მიზანი ახლა უნდა იყოს არა ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე საუბარი, არამედ უნდა იყოს ის, რომ მოაბილიზოს საქართველოს აქტიური მოქალაქეები, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა გაიზარდოს, რადგან ეს არის ერთადერთი რაც დაამხობს რეჟიმს და ჩვენ უნდა დავამხოთ რეჟიმი, რისი უფლებაც აქვს საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, ამიტომაც ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაიზარდოს ქუჩაში.”- განაცხადა ანა წითლიძემ.