აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი აღნიშნავენ, რომ განცხადებას ავრცელებენ "მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ, არასამთავრობო სექტორს მათი საქმიანობის, მათ შორის ადამინის უფლებების მიმართულებით, დეტალური ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით მიმართა, საეჭვო სამართლებრივი საფუძვლებით".
“ქართული ოცნების” მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ, ანტი-დემოკრატიული ქმედებებით დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებით, რაც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს ჰგავს. ინფორმაციის მასშტაბი, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, დიდი ალბათობით, უკანონოა, მაგრამ იმდენად ფართოც, რომ ნამდვილად დაუმორჩილებლობას გამოიწვევს. “ქართული ოცნების” ქმედებები, რომლებიც, როგორც გვესმის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება, მიზნად ისახავს, ჯგუფების მნიშვნელოვანი სამუშაოს პარალიზებას, მათ შორის “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, “საფარის”, “მომავლის აკადემიის”, “მედიის განვითარების ფონდისა” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”.
დამატებით, “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე კვირას პოლიტიკურ ოპოზიციაზე რეპრესიები დააჩქარა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით რამდენიმე პროდემოკრატიული ლიდერის დაპატიმრებით და განაჩენების გამოტანით.
მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიული მთავრობები საფრთხედ არ უნდა განიხილავდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, კრემლის პროპაგანდას ებრძვიან, კორუფციას ებრძვიან და მხარს უჭერენ ქალებს ან ახალგაზრდებს. როგორც ეს ჯგუფები დაიცავენ ქართველი მოქალაქეებისა და წყაროების პირად ინფორმაციას მთავრობის ჭარბი უფლებამოსილებისგან, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხმებსა და კანონმდებლობას მათთან გვერდში დასადგომად. ამ მხრივ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ორპარტიული “MEGOBARI აქტის” წინ წაწევას როგორც კი სენატის განრიგი მოგვცემს საშუალებას”, - ნათქვამია განცხადებაში.