პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო, რითაც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რატიანს ბრალი ოფიციალურად დღეს, 25 ივნისს წარუდგინეს. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს.