სოლიდარობას ვუცხადებ გახარიას, რომელიც მოითხოვდა, ვყოფილიყავი ციხეში, ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენებით ვარ გისოსებში - განვიცდი, რომ ხაზარაძე, მელია, ვაშაძე, ჯაფარიძე, მეორე ჯაფარიძე ციხეში არიან,- ამის მესამე პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდიან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
"გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, ახლა ჩემთვის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას. ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენების გამო ვიმყოფები გისოსების მიღმა, ვუცხადებ სოლიდარობას. მან გამოიჩინა პრინციპულობა ამ საოკუპაციო რეჟიმთან. მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა, რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო. ახლა, თვითონაც არის გისოსებს მიღმა და მე მას ვუცხადებ სრულ ადამიანურ სოლიდარობას, აღვნიშნავ მის ვაჟკაცობას, რომ არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან. რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვითხოვ მის და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.