ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან ერთად დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს 26 ივნისს, ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე.
„მათ, ასევე, განიხილეს ბრიტანეთის მხრიდან პერსონალური სანქციების აუცილებლობაზე ივანიშვილის, მისი პროპაგანდისტების, განსაკუთრებით იმედის მფლობელ რუხაძისა და ძალადობრივი რეჟიმის სხვა წარმომადგენლების მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.