ზვიად ცეკვავამ ელენე ხოშტარია ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად გამოაცხადა და 5 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკოსის დაკავებას ითხოვდა.
თავად ელენე ხოშტარია პროცესს არ დასწრებია.
ელენე ხოშტარიას პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 28 მარტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს