იმის გამო, რომ სადღაც არ მივიდნენ, ციხეში გაშვება შენი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების - ამის "გაპრავება" შეუძლებელა, - ამის შესახებ პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა პარტიის პოდკასტში ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"დაიბარეს კომისიაზე და არ მივიდნენ, ანუ უბრალოდ სალაპარაკოდ რომ დაგიბარონ და არ მიხვიდე [და დაგიჭირონ]. ფაქტობრივად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა, რაღაც გაგებით. იმის გამო, რომ სადღაც არ მივიდნენ, ციხეში გაშვება შენი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების - ამის "გაპრავება" შეუძლებელა. [...] უკვე რამდენი ხანია სპეციალურად ძაბავენ სიტუაციას, მაშინ, როდესაც შენ არ იცი რა მოტივით აკეთებენ ამას. გამოდის რომ მარტო ჩვენ და ქოცებმა რომ მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, ფაქტოვბრივად, ხელს კრავ მთელ ოპოზიციურ ამომრჩეველს, რაც მე არ მინდა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.