მაშინ, როცა მსოფლიო სხვა მხარეს იყურება, საქართველოს მმართველი პარტია, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ოპონენტებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებს,- ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება.
„ვიდრე მსოფლიო სხვა მხარეს იყურება, საქართველოს მმართველი პარტია, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ოპონენტებს ერთმანეთის მიყოლებით აპატიმრებს. ქვეყანას მძიმე ბურუსი დააწვა. „ქართული ოცნება“ მხოლოდ კოშმარია და სხვა არაფერი“, - წერს ევროპარლამენტარი X-ზე.