საქართველოს კურსი ძალიან ნეგატიურია და ჩვენი შეშფოთება მზარდია - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეტა მინისტრი საუბრობს. კასპარ ველდკამპის თქმით, ევროპას ძალიან ადარდებს ქართველი ხალხი, რომელსაც ძალიან სურს ევროპული მომავალი.
მოხარული ვარ, რომ საქართველო ევროკავშირი საგარეო საქმეთა მინისტრების დღის წესრიგშია. ფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კურსი არის ძალია ნეგატიურია და ჩვენი შეშფოთება მზარდია. ძალიან მადარდებს ქართველი ხალხი, რომელსაც ასე ძალიან სურს ევროპული მომავალი, - ამბობს კასპარ ველდკამპი.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დახურულ კარს მიღმა მინისტრები 4 ძირითად საკითხზე მსჯელობენ: კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინის ომი და ირანში განვითარებული მოვლენები. დღის წესრიგში ჩასვეს საქართველოს საკითხიც.