აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანთან ისრაელის ომის გამწვავების ფონზე სტამბოლში ირანის ოფიციალურ პირებთან საიდუმლო შეხვედრის ორგანიზება სცადეს. თუმცა, ინიციატივა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ირანის უზენაესი ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, რომელიც, ბუნკერში იმალება, მოლაპარაკებებისთვის თანხმობის მიცემა ვერ მოახერხა.
ტრამპი მზად იყო თავადაც დასწრებოდა მოლაპარაკებებს, იმ იმედით, რომ ბირთვულ შეთანხმებას მიაღწევდა და ამერიკულ სამხედრო ჩარევას თავიდან აიცილებდა. ინფორმაციას Axios ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცლებს.
ორშაბათს, 16 ივნისს, კანადაში G7-ის სამიტის დროს, ტრამპს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაურეკა. თურქეთის ლიდერმა შესთავაზა მომდევნო დღეს სტამბოლში შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის ორგანიზება.
ტრამპი დათანხმდა და მზად იყო, გაეგზავნა ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ასევე საჭიროების შემთხვევაში, თავად ჩასულიყო ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან მოლაპარაკებებისთვის.
თუმცა, მცდელობა ჩაიშალა: ირანის უზენაესი ლიდერი ვერ მოიძებნა თანხმობის მისაღებად.
წყაროების ცნობით, აიათოლა ალი ხამენეი იმალება, რადგან მას მკვლელობის მცდელობის შიში აქვს.
რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ ხამენეისთან დაკავშირება ვერ შეძლო და მოლაპარაკებები გაუქმდა.