აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს ირანზე თავდასხმები.
„ვფიქრობ, ძალიან რთულია, ახლა დააყენო ეს მოთხოვნა, თუ ვინმე იმარჯვებს. ცოტა რთულია ამის გაკეთება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მარცხდება, თუმცა ჩვენ ვართ მზად, გვსურს და შეგვიძლია. ჩვენ ვესაუბრებით ირანს და ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ჩვენ ირანთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ „ირანს ევროპასთან საუბარი არ სურს“.
ვროპის დიპლომატიური ძალისხმევა ვერ დაეხმარება ირანთან დაკავშირებული ვითარების განმუხტვას.
ამასთან, აშშ-ის ლიდერის თქმით, ორკვირიანი ვადა არის მაქსიმალური ირანთან დაკავშირებით აშშ-ის სამხედრო ჩართულობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
კითხვაზე, დაუშვებს თუ არა ის, რომ ირანს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა ჰქომდეს, რომელსაც შეუძლია ურანის დაბალ დონემდე გამდიდრება, ტრამპმა უპასუხა, რომ ვერ ხედავს, რატომ უნდა მოისურვოს თეირანმა ეს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ნავთობი აქვს მას.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ის არ განიხილავს აშშ-ის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობას.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის „ყოველთვის მშვიდობისმყოფელი იქნება“, მაგრამ „ზოგჯერ საჭიროა გარკვეული სიმკაცრე მშვიდობის დასამყარებლად“.