ივანიშვილის ცირკი - „სასამართლო“ ამ წუთებში განიხილავს თეა წულუკიანის საჩივარს ჩემს წინააღმდეგ - ეს არის მათ მიერ დადღაბნილი, სადამსჯელოდ შედგენილი ქაღალდები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ივანიშვილის ცირკი - „სასამართლო“ ამ წუთებში განიხილავს თეა წულუკიანის საჩივარს ჩემს წინააღმდეგ - Facebook პოსტის გამო, სადაც ენის ამოგლეჯას დამპირდა, დამემუქრაო... მას შემდეგ, რაც ანწუხელიძის მიმართ გააკეთა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადება.
მარტო არ არის წულუკიანი, აქეთ ნინო წილოსანი ჩივის ნაძირალა მიწოდაო - ეს არის მათ მიერ დადღაბნილი, სადამსჯელოდ შედგენილი ქაღალდები,” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.