საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად ერთადერთი არსებული კანდიდატი გიორგი გვარაკიძე აირჩია.
"საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხმათა უმრავლესობით გიორგი გვარაკიძე აირჩიეს.
საპროკურორო საბჭოს წევრებმა 10 ხმით გენერალური პროკურორობის კანდიდატად, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე აირჩიეს". - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
ცნობისთვის, 4 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძე დაინიშნა და მას შემდეგ გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული, თანამდებობა დატოვა.
შალვა პაპუაშვილმა ის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი კი, კობახიძის ბრძანებით, ივანიშვილის ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილედ დაინიშნა.
ამასთან ერთად, გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა. ბადაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 4 ივნისს გავრცელდა.