პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს.
"გახარია საქართველოსთვის" ამის დასადასტურებლად სოციალურ ქსელში რუკასაც აქვეყნებს.
„გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა - პირიქით, დავიცავით ჯამში 17.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია!“ - ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გავრცელებულ განცხადებაში.