ივანიშვილის რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა დაიწყო. ევროკავშირმა სანქციებით უნდა უპასუხოს, - ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს ყალბი სასამართლოს ბრძანებებით შეუძლებელ მოთხოვნებს უყენებენ - კრემლის სტილის ნაბიჯი. ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს მკაცრი სანქციებით“, - წერს ევროპარლამენტარი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ „რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო“. მათი ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ამ ბრძანებების წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავენ, რადგან „რუსული კანონებით ცხოვრებას არ აპირებენ“.