გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელი ყველასთვის შავ სამუშაოს ასრულებს.
"ეს არის შავი საქმე, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის ასრულებს. ამ რეჟიმის მსხვერპლნი ჩვენც ვართ. ამ მოლების რეჟიმმა მსოფლიოს სიკვდილი და ნგრევა მოუტანა". - უთხრა მერცმა ZDF-ს.
Welt-თან საუბრისას კი მერცმა აღნიშნა, რომ უკანასკნელ დღეებში ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა თეირანის რეჟიმი დაასუსტა.
"რეჟიმი ძალიან დასუსტებულია და სავარაუდოდ, ძველ ძალას ვეღარ დაიბრუნებს, რაც ქვეყნის მომავალს გაურკვეველს ხდის. მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ". - თქვა მერცმა.