ირანს ისრაელთან საომარი მოქმედებების დეესკალაციაზე მოლაპარაკებები სურს და ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
შეკითხვაზე, სმენია თუ არა, რომ ირანს კონფლიქტის დეესკალაცია სურს, ტრამპმა უპასუხა: „დიახ... მათ სურთ საუბარი, მაგრამ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მე 60 დღე მქონდა და მათაც 60 დღე. 61-ე დღეს ვუთხარი: „შეთანხმება არ გვაქვს“.
„მათ შეთანხმება უნდა დადონ და ეს ორივე მხარისთვის მტკივნეულია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ირანი ამ ომს ვერ იგებს და მათ მოლაპარაკებები სჭირდებათ და ახლავე უნდა დაიწყონ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრის წინ.