ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში სამხედრო ოპერაციის ძირითადი მიზნები დაასახელა და არ გამორიცხა, რომ ამან შესაძლოა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა გამოიწვიოს.
„მე მსურს შედეგებს მივაღწიო. ჩვენ გვსურს სამი ძირითადი შედეგის მიღწევა: ბირთვული პროგრამის ლიკვიდაცია, ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობის ლიკვიდაცია და ტერორის ღერძის განადგურება.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნების მისაღწევად... ირანის რეჟიმის დამხობა შეიძლება იყოს (ისრაელის ოპერაციის) შედეგი, რადგან ეს რეჟიმი სუსტია... ჩვენ ვცვლით ახლო აღმოსავლეთის სახეს და ნამდვილად ვხედავთ, რომ ირანში უზარმაზარი ცვლილებები იქნება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე.