ევროკავშირი ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში რუსეთის შუამავლობის წინააღმდეგია.
ევროკომისიის წარმომადგენელ ანუარ ელ ანუნის თქმით, თეირანთან ურთიერთობების გამო, მოსკოვს არ შეუძლია „ობიექტური შუამავლის“ როლი შეასრულოს,
მან აღნიშნა, რომ იანვარში რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს „ნულოვანი სანდოობა აქვს“ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ის „მუდმივად არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაერო-ს ქარტიას“.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ღიაა“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, შესაძლო შუამავლობისთვის ირან-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებაში.
„მან დამირეკა ამის შესახებ. ჩვენ ამაზე დიდხანს ვისაუბრეთ“, - განუცხადა ტრამპმა ABC News-ს.