„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, გენერალურ პროკურატურაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარება, გიორგი გახარიას არჩევანის წინაშე დაყენებაა, ციხესა და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას შორის.
ბოკუჩავა ეხმაურება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას.
„გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა - ციხე ან ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა“,- წერს ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.