ივანიშვილის საბჭოური ქართული რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება, ბელარუსს მახსენებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი X-ზე წერს.
„ივანიშვილის საბჭოური ქართული რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება. ბელარუსს მახსენებს. ევროკომისიისთვის დროა ასოცირების შეთანხმების 421-ე და 422-ე მუხლების პროცედურა დაიწყოს. რეჟიმი უხეშად არღვევს მე-2 მუხლს!“ - წერს გალერი.