პრაღაში მიმდინარე GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველსა და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს ბენჯამინ ჰადადს შეხვდა.
ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
“საუბარი გაიმართა “ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ მასობრივ რეპრესიებზე: - პოლიტიკური ფიგურების ციხეში ჩასმაზე, დიდი ოდენობით ჯარიმებზე, მასობრივ დაჯარიმებაზე საზოგადოების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც,,ქართული ოცნების“ საგარეო კურსსა და პოლიტიკას არ ეთანხმებიან“, - ნათქვამია ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
