კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას არ აპირებს - აღნიშნულის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
"მე პროცესზე არ ვიქნები, ამიტომ მე იქ არაფერს არ ვიტყვი. ჩემი მთავარი სათქმელია, რომ თავისუფლება საქართველოს, საქართველო არის ევროპა, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ძირს ოლიგარქია, ოლიგარქია უნდა დაემხოს. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი. მთელი ცხოვრება ამას ვამბობდით. მგონია, რომ დღეს ნიკა გვარამია და ყველანი, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ერთი და იგივე რაიმეს ვამბობთ." - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. მას გირაოს გადახდისთვის 50-დღიანი ვადა მისცეს, რომელიც 7 ივნისს ამოიწურა. გვარამიას სასამართლო პროცესი 13 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.