თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის აქციების ფარგლებში დაკავებული 8 პატიმრის პროცესი დასრულდა. ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ვასილ კაძელაშვილი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გიორგაძე და ინსაფ ალიევი პატიმრობაში რჩებიან.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ, სასამართლოში ჩვენება 4-მა მოწმემ მისცა. ჩვენება მისცეს ასევე პატაკის ავტორმა გამომძიებლებმა.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათი განმარტებით, დაკავებულების პატიმრობაში დატოვების საფუძვლები არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, ისინი სასამართლოს გირაოს და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას სთავაზობდნენ.
ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან.
ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.