"ლელო -ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ლელა მილდენბერგერმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მანამდე ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. ოპოზიციონერის განცხადებით, მოსამართლეს შემდეგი ფრაზა უთხრა - "ხალხი გყავს პაჭკა-პაჭკა დასაჭერი". მისი თქმით, სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა მისი დარბაზიდან გაძევების ერთ-ერთი მიზეზი.
"ჩემ ადვოკატს არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-მეთქი, არაო, ამდენი დრო არ მაქვსო. მე ვუთხარი, რომ ხალხი გყავს "პაჩკა-პაჩკა" დასაჭერი და მაგის გამო გამომაგდეს. დამაჯარიმეს". - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილს "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ლაშა ტალახაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.