თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ვაჟა სირაძე ამ დრომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
სირაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ლაშა გოგნიაშვილი შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოსტს მიმდინარე წლის აპრილიდან იკავებდა.
თავად ლაშა გოგნიაშვილი კი, ამავე საკადრო ცვლილებების ფარგლებში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გააგრძელებს მუშაობას.
რაც შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომლის დირექტორად ვაჟა სირაძე 2019 წლიდან მუშაობდა, აღნიშნულ თანამდებობაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა.
შსს-ში განხორციელებული საკადრო ცვლილებები კიდევ რამდენიმე დეპარტამენტს შეეხო.