ვერც „ლელო“ და ვერც გახარია ვერ მოძებნიან და დააყენებენ 3 000 უბანში კანდიდატს, ამის ინფრასტრუქტურა არა აქვთ. ძირითადად სუს-ი უვსებს კვოტებს ისე, რომ ვერც ხვდებიან, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ვისაც შეუძლიათ, ყველა უბანში კანდიდატები დააკომპლექტონ და კომისიის წევრები ჰყავდეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“ არიან.
„ვერც „ლელო“ და ვერც გახარია ვერ მოძებნიან და დააყენებენ 3000 უბანში კანდიდატს. ვერც ამდენ კომისიის წევრს და დამკვირვებელს მოძებნიან.
ამის ინფრასტრუქტურა არა აქვთ. მე მინახავს რეგიონებში ამ პარტიების კანდიდატებიც, კომისიის წევრებიც. ძირითადად სუს-ი უვსებს კვოტებს ისე, რომ ვერც ხვდებიან. არჩევნების დღეს აღმოაჩენენ ხოლმე. ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ყველა უბანში კანდიდატები დააკომპლექტოს და კომისიის წევრები ჰყავდეს ვართ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“. ეს „ლელომაც“ და გახარიამაც მშვენივრად იციან.
ჩვენი კომისიის წევრები რომ უბანში იბრძოდნენ, განსაკუთრებულად გამონაკლისი შემთხვევების გარდა, წამლად ვერ ვიპოვიდით უბანზე გახარიას ან „ლელოს“ კომისიის აქტიურ წევრს ან დამკვირვებელს. ძირითადად მარტოს გვიწევდა „ქოცებთან“ ბრძოლა. ან რისი წამგლეჯები არიან, მთელი კამპანია ვყვიროდი პირადობების მოწმობების ჩამორთმევაზე, კანონიერი ქურდების ჩარევაზე, ტერორზე და ერთი ბრიფინგიც კი არ ჩაუტარებიათ ადგილზე.
უფრო მეტიც, ჩემი ბრიფინგების შემდეგ ჟურნალისტები და საერთაშორისოები მაგათ ოფისებში რომ მიდიოდნენ, თქვენ რატომ არ საუბრობთ ამაზეო, ეუბნებოდნენ, ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთო. ამიტომ ეგ ბლეფი წაგლეჯვაზე „ქოცებს“ მოუყევით“, – წერს წითლიძე.