პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის თქმით, უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი "გამოიყენეს და შემდეგ გააგდეს".
"უკიდურესად დამაზიანებელი სანქციების მიღების შემდეგ, ადამიანები, მაგალითად გომელაური, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ამოვლენ იმ სიიდან, სადაც მოხვდნენ, უბრალოდ გამოიყენეს და გაუშვეს. ეს არის პრეცენდენტული, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ პირველ რიგში "ქართული ოცნების" ამ ძალადობრივი სისტემის მსახურებმა, რომ არავინ არ არის "ქართულ ოცნებაზე", ივანიშვილის ინტერესებზე უფრო ძვირფასი. ამიტომ, ამ პერსპექტივიდან შეხედონ საკუთარ ცხოვრებას და საკუთარ მომავალს", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი გაბიტაშვილი შალვა პაპუაშვილმა დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.