საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება"ქართული ოცნების" მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ტელევიზიების წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს.
"დარჩენილ ორ კრიტიკულ ტელეარხზე ცენზურის დაწესებით, რაც გზას უხსნის მათთვის მძიმე ჯარიმების დაწესებასა და ლიცენზიის შეჩერებასაც კი, ივანიშვილის რეჟიმი ახალ ნაბიჯს დგას რუსეთის მიბაძვისკენ და მის დირექტივებს ემორჩილება. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს რეაგირებისკენ მოვუწოდებ", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
2025 წლის 2 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საჩივრებით მიმართა სამი ტელეკომპანიის - "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" - წინააღმდეგ და მათი სამართალდამრღვევად ცნობა მოითხოვა.