სენაკში 40 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა 3 ივნისს მოხდა. კაცი კლინიკაშია გადაყვანილი, ბრალდებული კი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიას განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.