შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი ეხმიანება ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას.
"შეშფოთებული ვარ საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით. შვედეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველი ხალხის უმრავლესობის, ევროპული მისწრაფებების მიმართ", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი X-ზე.