რესპუბლიკელი სენატორ სტივ დეინსთან როგორც შეხვედრის შემდეგ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო, რომელთა შორის ერთ-ერთი დაკავებები, კონკრეტულად კი ნიკა მელიას დაკავება იყო.
გვარამიას თქმით, მათი მხრიდან ძალიან დიდი შეშფოთებაა მიმდინარე პროცესებით.
"საუბარი იყო იმაზე, რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის აშშ, ასევე საუბარი იყო იმაზე, როგორი მნიშვნელოვანია მათთვისაც ჰყავდეს ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა, ჩვენი მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ხიდი, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
მეორე თემა, თავისთავად იყო დაკავებები, განსაკუთრებით, ნიკა მელიას დაკავება. შეხვედრაზე არ იყო მარტო სენატორი, იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. ბუნებრივია, ვუთხარით, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო ქვეყანა, ვინაიდან ახლა ასრულებს იმ ინტერესებს, რაც რუსეთს აქვს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით.
ძალიან დიდი შეშფოთებაა მიმდინარე პროცესებით და ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოსი, როგორც ამ რეგიონში მთავარი სტრატეგიული ქვეყნის", - განაცხადა "ტვ პირველთან" გვარამიამ.
რესპუბლიკელი სენატორი დღეს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.