მოსამართლე ნინო ენუქიძემ პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საქმეზე თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამავე საქმეზე ანი ქავთარაძეს კი 5 000-ლარიანი ჯარიმა.
შეგახსენებთ, თორნიკე სხვიტარიძეს და ანი ქავთარაძეს ედავებიან იმას, რომ მათ მირიან ქავთარაძეს მიმართეს შემდეგი სიტყვებით: „მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“.
თორნიკე სხვიტარიძე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმაა.