ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სასამართლოს წერილობით მიმართეს, რითაც ითხოვენ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლო პროცესს დაესწროს. საუბარია სასამართლო პროცესზე, რომელიც ეხება საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას, რისთვისაც ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
"ეს არის სამართლებრივი სივრციდან გასული ქმედება და თვითნებობდა, რომელიც პოლიტიკოსის და კი არა ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართაც არ შეიძლება განხორციელდეს. ველოდებით დღევანდელ პროცესს. რამდენიმე წუთის წინ მივმართეთ ოფიციცალური წერილით სასამართლოს და მოვითხოვეთ, ვინაიდან ნიკა მელია არის უკანონოდ დაკავებული, გატაცებული პოლიციის მიერ, მოვთხოვეთ სასამართლოს, რომ უზრუნველყოს მისი ეტაპირება დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ნიკა მელიას მიეცემა საშუალება დეტალებში მოჰყვეს იმ კრიმინალური აქტის თაობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის მიმართ პოლიციელის ათეულობით მუშაკის მხრიდან - ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი".
ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა. აშშ-ს ინფორმაციით, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.